შინაარსზე გადასვლა

Mojo (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mojo
სპეციალიზაცია მუსიკალური ჟურნალი
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ფილ ალექსანდერი
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Bauer Media Group
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
პუბლიკაციის ისტორია 15 ოქტომბერი, 1993; 30 წლის წინ (1993-10-15)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
დამაარსებელი Bauer
ISSN 1351-0193

Mojo — ყოველთვიურად გამომავალი და 1993 წელს გამოცემული ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი. თავდაპირველად გამოიცემოდა Emap-ს, შემდეგ — 2008 წლის იანვრიდან კომპანია Bauer Verlagsgruppe-ს მიერ. ჟურნალის ტირაჟი (2013 წლის ივნისის მონაცემებით) შეადგენს 79 345 ეგზემპლარს.[1]

Mojo-ს პირველი ნომერი გამოვიდა 1993 წლის 15 ოქტომბერს. ჟურნალ Q-ს წარმატებებისგან წახალისებულებმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კიდევ ერთი ჟურნალი, რომელიც აპელირებას გაუწევდა სერიოზული, „კლასიკური“ როკის თაყვანისმცემლებს, რის გამოც მოიწვიეს ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც 1970-იან წლებში მონაწილეობდნენ ჟურნალ Q-ს გამოცემებში[2]. გაცხადებული ორიენტაციის შესაბამისად Mojo-ს პირველ გვერდზე მოხვდნენ ბობ დილანი და ჯონ ლენონი; 1993 წლის ამ ნოემბრის ნომერის ორიგინალი კოლექციონერებში სარგებლობს დიდი მოთხოვნით[3]. თავის მხრივ, ჟურნალი Mojo ღრმა ანალიტიკური სტატიებისადმი მიდრეკილების გამო გახდა აღმაფრენის წყარო ისეთი მიმდევრებისათვის, როგორებიცაა Blender და Uncut. გამომცემლობისთვის სტატიების შემქმნელი როკ-მუსიკის ცნობილი სპეციალისტების შემადგენლობაში იყვნენ ჩარლზ შაარ მიურეი, გრეილ მარკუსი, ნიკ კენტი, ჯონ სევიჯი.

Mojo-ს პირველი მთავარი რედაქტორი გახდა პოლ დუ ნუაე (ინგლ. Paul du Noyer, 1993—1995); ამ პოსტზე მისი მემკვიდრეები იყვნენ მეტ სნოუ (ინგლ. Mat Snow, 1995—1999), პოლ ტრინკა (ინგლ. Paul Trynka, 1999—2001) და პატ ჯილბერტი (ინგლ. Pat Gilbert, 2002—2003). ამასთან ჟურნალი, რომელსაც ხშირ��დ აკრიტიკებდნენ ღრმა ისტორიებში ხშირად ჩახედვის გამო (კერძოდ, დაკავშირებულს როკის ისეთი კლასიკოსების ხელოვნებასთან, როგორებიცაა The Beatles და ბობ დილანი), ხშირად აკეთებდა აღმოჩენებს მუსიკალური სპექტრის „დამოუკიდებელ“ ნაწილში: მაგალითად, ის გახდა პირველი ბრიტანული გამომცემლობა, რომელმაც ყურადღება მიაქცია The White Stripes-ს: სტატიები დუეტის შესახებ Mojo-ს ფურცლებზე რეგულარულად ჩნდებოდა. 2004 წელს ჟურნალმა დააწესა MOJO Awards; ჯილდოების გადაცემის ცერემონია ტარდებოდა, როგორც სპეციალისტებისგან, ასევე მკითხველებისგან.

2010 წლის დასაწყისში Mojo აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში გაატარა კონტრაქტის ახალი პირობები, რომელიც კომპანია Bauer-მა წამოაყენა. ამ პირობების თანახმად, ჟურნალისთვის მომუშავე ყველა ავტორის და ფოტოგრაფ-ფრილანსერის საავტორო უფლებები ავტომატიურად გადადიოდა გამომცემელთან; პასუხისმგებლობა სასამართლო ხარჯებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ცილისწამებაზე ან კოპირაიტის დარღვევაზე წარმოდგენილ სარჩელებთან, პირიქით, ეკისრებოდა ჟურნალისტებს. ჟურნალების Mojo-ს, Kerrang!-ის და Q-ს დაახლოებით 200 ავტორმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა თავიანთ გამომცემლებთან ახალ პირობებში[4].

ჟურნალი ხშირად აქვეყნებს „ასეულის“ სიებს; უკანასკნელები ხშირად განსხვავდებიან (დავუშვათ, Q-ს ან Rolling Stone-ს ანალოგიური სიებისგან) თემატური მიმდინარეობებით (მათ შორის იყო: „ნარკოტიკური“ — Mojo #109, „ეპიკური“ — Mojo #125, „პროტესტული“ — Mojo #126, „დეპრესიული“ — Mojo #127). ჟურნალის სადღესასწაულო 150-ე ნომრის გამოსვლისას შეიქმნა სია „Top 100 Albums of Mojo’s Lifetime“ (სადაც შევიდა შემქმნელების თვალსაზრისით საუკეთესო ალბომები დაწყებული 1993 წლიდან). სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

  1. Grace — ჯეფ ბაკლი (1994)
  2. American Recordings — ჯონი კეში (1994)
  3. OK Computer — Radiohead (1997)
  4. Time Out of Mind — ბობ დილანი (1997)
  5. Definitely Maybe — Oasis (1994)

2007 წელს ჟურნალი დაკავდა „The Top 100 Records That Changed the World“-ის სიის შექმნით, რომელშიც მონაწილეობისთვისაც მიიწვია ავტორიტეტული ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ბიორკი, ტორი ეიმოსი, ტომ უეიტსი, ბრაიან უილსონი, პიტ ვენცი, სტივ ერლი. ფირფიტების სიის (როგორც სინგლების, ასევე ალბომების) პირველ ათეულში შევიდნენ:

  1. „Tutti Frutti“ — Little Richard
  2. „I Want to Hold Your Hand“ — The Beatles
  3. „Heartbreak Hotel“ — ელვის პრესლი
  4. The Freewheelin' Bob Dylan — ბობ დილანი
  5. Autobahn — Kraftwerk
  6. King of the Delta Blues Singers — რობერტ ჯონსონი
  7. The Velvet Underground & Nico — The Velvet Underground
  8. Anthology of American Folk Music (სხვადასხვა შემსრულებლები)
  9. „What'd I Say“ — რეი ჩარლზი
  10. „God Save the Queen“ — სექს პისტოლზი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • www.mojo4music.com. — ჟურნალ Mojo-ს ოფიციალური საიტი.
  • www.mojocovercds.com. — ჟურნალ Mojo-ში მიმოხილული CD კატალოგი.
  1. „Mag ABCs: Full circulation round-up for the first half of 2013“. Press Gazette. 15 August 2013. ციტირების თარიღი: 7 December 2013.
  2. About Us. www.mojo4music.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-26.
  3. Mojo magazine 1st issue cover. www.crazyaboutmagazines.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-26.
  4. Bauer Freelance Contracts Row. www.guardian.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-26.