შინაარსზე გადასვლა

პრიმავერა (ბოტიჩელის ნახატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:49, 26 აგვისტო 2024-ის ვერსია, Arkaitz1974 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პრიმავერა
La Primavera და La Primavera[1]
ავტორი სანდრო ბოტიჩელი
წელი 1482
ტიპი ტემპერა, დაფაზე
სიმაღლე 202 სმ
სიგანე 314 სმ
ქალაქი ფლორენცია
მუზეუმი უფიცის გალერია

პრიმავერა (იტალ. Primavera) — დაფაზე, ტემპერით შესრულებული ნახატი, რომლის ავტორია იტალიელი რენესანსის მხატვარი სანდრო ბოტიჩელი. ნამუშევარი ასევე ცნობილია გაზაფხულის ალეგორიის (Allegory of Spring) სახელით. შესრულებულია 1482 წელს. Culture & Values-ში (2009) აღწერილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატი დასავლურ ხელოვნებაში.[2] ის ასევე Botticelli, Primavera-ს (1998) თანახმად, არის ნამუშევარი, რომელზეც ყველაზე მეტია დაწერილი, და ითვლება ყველაზე საკამათო ნამუშევრად მსოფლიოში.[3]

კრიტიკოსების უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომლის მიხედვითაც ბაღში მდგომი მითოლოგიური პერსონაჟები გაზაფხულის, ბუნების გაღვიძების ალეგორიული გამოსახულებებია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, მათ შორის ის, რომ ნამუშევარი არის ილუსტრაცია ნეოპლატონისტური სიყვარულის იდეალისა. ასევე საკამათოა ნახატის სახელი. პირველად მას „ლა პრიმაველა“, ხელოვნების ისტორიკოსმა, ჯორჯო ვაზარიმ უწოდა. მან ნახატი კასტელოს ვილაში (Villa di Castello), ფლორენციის მახლობლად, 1550 წელს იხილა.[4]

  1. Make Lists, Not War — 2013.
  2. Cunningham & Reich 2009, p. 282.
  3. Fossi 1998, p. 5.
  4. Foster & Tudor-Craig 1986, p. 42.